პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იაროსლავ კაჩინსკიმ მოქმედი პრემიერი დონალდ ტუსკი გერმანიის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა
პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იაროსლავ კაჩინსკიმ მოქმედი პრემიერი დონალდ ტუსკი გერმანიის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. მწვავე განცხადებები მან ვარშავაში გამართულ მიტინგზე გააკეთა. როგორც პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა განაცხადა, ტუსკი და მისი გუნდი პოლონეთის გერმანულ კოლონიად გადაქცევას ცდილობენ, რასაც პოლონელი ხალხი უნდა დაუპირისპირდეს.
