ღაზის სამშვიდობო ხელშეკრულების ოფიციალურ ხელმოწერაში, რომელიც ხვალ ეგვიპტეშია დაგეგმილი, „ჰამასი“ მონაწილეობას არ მიიღებს
ღაზის სამშვიდობო ხელშეკრულების ოფიციალურ ხელმოწერაში, რომელიც ხვალ ეგვიპტეშია დაგეგმილი, „ჰამასი“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ დაჯგუფების პოლიტბიუროს წევრმა ჰოსამ ბადრანმა განაცხადა. მისივე თქმით, „ჰამასი“ მოლაპარაკებების პროცესში კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების მეშვეობით იყო ჩართული. აღსანიშნავია, რომ „ჰამასის“ წარმომადგენლებმა ასევე უარყვეს დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმის მთავარი პუნქტი, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლების განიარაღებას გულისხმობს.
