ზავის ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათეულობით სატვირთო მანქანა შევიდა
ზავის ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათეულობით სატვირთო მანქანა შევიდა. ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც ისრაელმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, ღაზის ჰუმანიტარული დახმარება გაიზრდება და სატვირთო მანქანებს ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებს შორის ორ მთავარ გზაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ექნებათ.
