დონეცკის ოლქი, რუსული თავდასხმების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დონეცკის ოლქი, რუსული თავდასხმების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უკრაინული მედიის ცნობით, გამთენიისას რუსულმა ძალებმა რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. თავდასხმები განხორციელდა ხარკოვზეც, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი.
