ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 58 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 58 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის პრეს-სპიკერმა განაცხადა. ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, მსხვერპლია თალიბების მხარესაც. დაიღუპა 9 ავღანელი ჯარისკაცი და დაიჭრა 16. „თალიბანის“ პრესსპიკერის ინფორმაციით, ოპერაცია შუაღამისას კატარისა და საუდის არაბეთის მოთხოვნით შეწყდა.
