ქრთამის აღების ფაქტზე, გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა
ქრთამის აღების ფაქტზე, გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს მოსამსახურემ, 1 000 დოლარის სანაცვლოდ, საინფორმაციო ბაზიდან პერსონალური ინფორმაცია მოიძია, რაც ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ გადასცა. მაშინ კი, როცა მის დასაკავებლად გენინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ ავტომანქანით მიმავლა სცადა და სხვას დაეჯახა. აღნიშნულის შემდგომ კი მიატოვა ავტომობილი და ფეხით გაიქცა, სწორედ ამ დროს სამართალდამცველებმა დააკავეს და თანხის ნაწილი, ნივთმკტიცებად ამოიღეს.
