ხელოვნურად შექმნილი პროპაგანდა
ხელოვნურად შექმნილი პროპაგანდა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების შემდეგ, რომლითაც ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის გადახედვისკენ მოუწოდეს, ევროკავშირის ახალ სტრატეგიას, აფასებენ „ხალხის ძალაში“. საპარლამენტო ოპოზიციის განმარტებით, საქართველოსთვის თავსებადია კარგი ევროპული ტრადიციები, თუმცა დოკუმენტი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის პროცედურებს ამარტივებს და პროპაგანდას ავრცელებს, არის წითელი ხაზი. ევროკავშირის ლგბტქ+ მხარდამჭერ სტრატეგიას ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერა. ბრიუსელი კი წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტის წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, დაფინანსების შეჩერებით დაემუქრა.
