რადიკალები დამხობის გეგმას, ბაჩო ახალაიას სახლში აწყობდნენ
რადიკალები დამხობის გეგმას, ბაჩო ახალაიას სახლში აწყობდნენ. ამ ფაქტს თამარ ჩერგოლეიშვილის აღიარება ამყარებს, რომლის მტკიცებით 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით შეკრებები სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანთან ეწყობოდა და ამ შეხვედრების გამო, უთანხმოება იყო თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტების სააშკარაოზე გამოტანის გამო, ანა წითლიძე თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა და მოუწოდა დაასახელოს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ის ადამაინი, ვინც უკმაყოფილო იყო ახალაიასთან შეკრებებით. წითლიძე იმასაც ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის გეგმებზე პარტიის პოლიტსასბჭოს არ უმსჯელია. რაც შეეხება ახალაიას საცხოვრებელს, ანა წითლიძის თქმით იგივე სადარბაზოში თვითონაც დადის ოღონდ მურთაზ ზოდელავასთან, რომელიც ახალაიას მეზობელია. ჩერგოლეიშვილის აღიარება ერთგვარი მტკიცებულებაა, „ხალხის ძალისთვის“, რომ ახალაია-ბურჭულაძის გავრცელებული ჩანაწერი შესაძლოა სწორედ ავთენტური იყოს და რადიკალებს რომ სისხლის დაღვრა სურდათ, ამაში გასაკვირიც არაფერია.
