ოსლოში ნორვეგიისა და ისრაელის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გააპროტესტეს
ოსლოში ნორვეგიისა და ისრაელის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გააპროტესტეს. პარლამენტის წინ ასობით პროპალესტინელი აქტივისტი შეიკრიბა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა სტადიონისკენ გადაინაცვლეს, სადაც ნორვეგია-ისრაელის შეხვედრა უნდა გამართულიყო. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.
