დონალდ ტრამპი ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოვა
დონალდ ტრამპი ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოვა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელში ხვალ ჩავა. ის ჯერ პარლამენტს ეწვევა, შემდეგ კი შარმ ელ შეიხში გაემგზავრება, სადაც ღაზის საკითხზე გლობალური სამიტი გაიმართება.
