რობერტ ფიცოს განცხადება
„სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკა სუვერენული დარჩება“,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა რობერტ ფიცომ განაცხადა. მისივე თქმით, ბრატისლავა გახსნილია ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთსა და ჩინეთთან თანამშრომლობისთვის, რადგანაც ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის. ფიცომ მკაცრად გააკრიტიკა ევროპელი მემარცხენეების პოლიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული.
