დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემის საკითხი განიხილეს
დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, თუმცა წყაროები ვერ აკონკრეტებენ, მიღებულია თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება. უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ საჭირო სიგნალები მიიღო.
