განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, უზბეკეთის რესპუბლიკის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, უზბეკეთის რესპუბლიკის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას. როგორც აღნიშნა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება მნიშვნელოვანია, რასაც უზბეკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სკოლებში სთემ საგნების საწავლების გაძლიერებასა და სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობაზე. დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც რეგულარულად იმუშავებს საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე.
