უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტებზე სამ დაკავებულს, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტებზე სამ დაკავებულს, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თბილისში, ბრალდებულების ავტომობილების და პირადი ჩხრეკის შედეგად, პატრულ-ინსპექტორებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები.
