ევროკავშირის ახალ სტრატეგიას, ხელოვნურად შექმნილ პროპაგანდას უწოდებენ „ხალხის ძალაში“
ევროკავშირის ახალ სტრატეგიას, ხელოვნურად შექმნილ პროპაგანდას უწოდებენ „ხალხის ძალაში“. საპარლამენტო ოპოზიცია განმარტავს, რომ საქართველოსთვის თავსებადია კარგი ევროპული ტრადიციები, თუმცა დოკუმენტი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის პროცედურებს ამარტივებს და პროპაგანდას ავრცელებს არის წითელი ხაზი. ევროკავშირის ლგბტქ+ მხარდამჭერ სტრატეგიას ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერა. ბრიუსელი კი წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტის წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, დაფინანსების შეჩერებით დაემუქრა.
