საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა სასამართლოში გამოკითხეს
საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა სასამართლოში გამოკითხეს, ეს თავად ბრალდებულების მოთხოვნა იყო, რადგან ორი დღის წინ, რუსთავის ციხეში შესულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მათ ჩვენება არ მისცეს. კითხვები შეეხებოდა, რა კავშირი აქვთ ბექა ჭულუხაძესთან, რომლისგანაც ამოღებულია დიდძალი იარაღი, ასევე კითხვები დაუსვეს 4 ოქტომბრის დამხობის გეგმასთან დაკავშირებით.
