ანა წითლიძე თამარ ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება
ანა წითლიძე თამარ ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება და მოუწოდებს დაასახელოს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ის ადამაინი, ვინც ჩერგოლეიშვილის მტკიცებით უკმაყოფილო იყო, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით შეკრებები ბაჩო ახალაიას სახლში ეწყობოდა. წითლიძის თქმით, ამ საკითხზე პარტიის პოლიტსასბჭოს არ უმსჯელია, იმ სადარბაზოში კი, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, თავადაც დადის მურთაზ ზოდელავას ოჯახში. ჩერგოლეიშვილის აღიარება კი მორიგი ერთგვარი მტკიცებულებაა, ხალხის ძალისთვის, რომ ახალაია-ბურჭულაძის გავრცელებული ჩანაწერი შესაძლოა სწორედ ავთენტური იყოს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, რადიკალებს რომ სისხლის დაღვრა სურდათ ამაში გასაკვრიც არაფერია.
