შალვა პაპუაშვილის განცხადება
ის ფაქტი, რომ უნგრეთი, ბრიუსელის საომარი ქმედებების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რადგან ევროპა ომისკენ მიექანება, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის შეფასებით, ერთგვარი დადასტურებაა, რომ თბილისის, ქუჩის ომების უკან სწორედ ბრიუსელი დგას. ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი, ბრიუსელის ომის გეგმების წინააღმდეგია და ბუდაპეშტი კოპენჰაგენის სამიტზე ბრიუსელის მიერ წარდგენილ გეგმას მხარს არ უჭერს და ომის წინააღმდეგ ქვეყანაში ხელმოწერების შეგროვება იწყება.
