თბილისის ყინულის სასახლეში ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის ტურნირი „თრიალეთის თასი“ გაიმართა
თბილისის ყინულის სასახლეში ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის ტურნირი „თრიალეთის თასი“ გაიმართა. შეჯიბრებაში 27 ქვეყნის 98 სპორტსმენი მონაწილეობდა და საქართველოს ნაკრებმა ყველა კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი ვაჟთა შორის - ნიკა ეგაძე, გოგონებში კი ანასტასია გუბანოვა გახდა. წყვილებში კი ოქროს მედალი მეტელკინა-ბერულავასა და სმოლკინი-დევისი დუეტმა მოიპოვეს.