საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდთან 0-2 დამარცხდა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან 0-2 დამარცხდა. გამარჯვებულებს შორის თითო ბურთი იერემი პინომ და მიკელ ოიარ საბალმა გაიტანეს. ესპანელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა ფერან ტორესის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია. მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს, უშუალო კონკურენტთან თურქეთის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
