შეერთებული შტატები უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს
შეერთებული შტატები უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებენ.
