თელ-ავივში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა
თელ-ავივში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციას ამჯერად საზეიმო ხასიათი ჰქონდა. ადგილობრივებმა ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმება აღნიშნეს. მოედანზე შეკრებილებს მიმართეს დონალდ ტრამპის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა, სიძემ, ჯარედ კუშნერმა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, რომელმაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
