პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა
პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. „თალიბანის“ მებრძოლებმა პაკისტანის რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი დაიკავეს, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა ქაბულზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. პაკისტანურმა მხარემ საზღვარზე მომხდარი შეტაკებები დაადასტურა და განაცხადა, რომ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პაკისტანურმა ძალებმა 19 ავღანური სასაზღვო პუნქტი დაიკავეს.
