თბილისში „ღამის სერენადები“ საზეიმოდ დაიხურა
თბილისში „ღამის სერენადები“ საზეიმოდ დაიხურა. ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტზე, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო პირველად საქართველოში პროექტი - „Astor“, ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, აქ თითოეული მოძრაობა არის ისტორია, რომელიც სხეულით იწერება, აღსავსე დრამატულობით, ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიით. ფესტივალის მხარდამჭერი კულტურის სამინისტრო, მერია, შემოქმედებითი საქართველო და იტალიის საელჩო იყვნენ.
