საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრმა უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრმა უმასპინძლა. მათ უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. მხარეებმა, სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მზაობა გამოთქვეს. გივი მიქანაძემ კონგრატბაი შარიპოვი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში მოიწვია. როგორც აღინიშნა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იმუშავებს საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი ინიციატივების, მათ შორის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების, ქართულ-უზბეკური ახალგაზრდული ბანაკებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, საკითხებზე.
