ბაჩიაშვილის სავარაუდო ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი
ბაჩიაშვილის სავარაუდო ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერიც, 3 ადვოკატის თანხლებით. მან უარყო ამ საქმეში რაიმე სახის ჩართულობა და თქვა, რომ გიორგი ქემოკლიძეს არ იცნობს. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი, რაც გამოძიების მტკიცებით, პატიმართან წინასწარ იყო შეთანხმებული. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ქემოკლიძემ ორჯერ წაშალა საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც.
