დამხობის ჩავარდნილი სცენარი
ყველამ ყველაფერი იცოდა - ამ სერიის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე Facebook არქივის დემონსტრირებას აგრძელებს. ამჯერად, შალვა პაპუაშვილმა ნეპალზე გაკეთებულ განცხადებებს მოუყარა თავი. 4 ოქტომბრის შემდეგ, მცდელობა, რომ განვითარებული მოვლენები მოულოდნელობად წარმოაჩინონ, ნეპალზე გაკეთებული პარალელებითა და მოლოდინებით გაჯერებული განცხადებების ფონზე მთლიანად ირღვევა. შეუძლებელია არ ფლობდე ინფორმაციას თუ რა მოხდა ნეპალში და ამავე დროს გჯეროდეს, რომ 4 ოქტომბრის აქციის ჩანაფიქრი მშვიდობიანი იქნება - სწორედ ასე განმარტავს ხელისუფლება მომხდარს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ამ სცენარში მონაწილეები ვერც მორალურ და ვერც სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაემალებიან
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
