ახალაია-ნადარეიშვილის გამოკითხვა
გამოძიება დაინტერესდა რა კავშირი აქვთ ახალაიებს 4 ოქტომბრის ჩაშლილ დამხობასთან? ბაჩო ახალაიაც და ანი ნადარეიშვილიც საგამოძიებო უწყებებში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც გაირკვა მთავარი ინტერესი, როგორც მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, ისე მცხეთაში აღმოჩენილ იარაღის სამალავს უკავშირდებოდა. კიდევ ერთი დეტალი, რაც საზოგადოებამ ამ გამოკითხვის შემდეგ გაიგო, ისაა, რომ საყოველთაოდ დემონსტრირებულ მოვლენებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლემ ვერც ძალადობა, ვერც დაშავებული პოლიციელები და ვერც დამტვრეული ინფრასტრუქტურა დაინახა. ან უფრო სწორად დაინახა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმით იხელმძღვანელა, როგორც ეს დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
