დონალდ ტრამპის განცხადებით „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლები ორშაბათისთვის უნდა დაბრუნდნენ
დონალდ ტრამპის განცხადებით „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლები, ორშაბათისთვის უნდა დაბრუნდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა რომ მიღწეული შეთანხმების შესრულება დათქმულ ვადებში მოხდება. ამასთან ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მომდევნო ეტაპებთან დაკავშირებით ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასამუშავებელია და აღნიშნა, რომ სამშვიდობო გეგმის მეორე ეტაპის განხილვას, რომელიც 13 ოქტომბერს კაიროში გაიმართება თავადაც დაესწრება
