ესტონეთმა რუსეთთან ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა
ესტონეთმა რუსეთთან ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა, გადაწყვეტილების მიზეზად კი რუსეთის საეჭვო აქტივობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონური მედია ავრცელებს და იუწყება, რომ 10 ოქტომბერს ესტონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე რუსეთის ჩვეულებრივზე დიდი სამხედრო შენაერთი და გაზრდილი აქტივობა დააფიქსირეს. ესტონეთმა საზღვრის დაცვა გააძლიერა და მოქალაქეებს კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩია
