პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო. საგამოცდო პროცესს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა და კოლეჯ „მერმისში“ გაეცნო.ტესტირება 24 ქალაქში გახსნილ 33 საგამოცდო ცენტრში იმართება. წელს გამოცდებზე 8 200-ზე მეტი მსურველია რეგისტრირებული
