„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის
ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია, „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შეფასებით. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ „ევროინტეგრაციის“ პროცესს გადახედოს. მათი განცხადებით, ევროკავშირში „დიფ სთეითის“ იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას.