მთავრობა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მიღწევებს უფრთხილდება და ქემოკლიძის საქმეზე, სავარაუდო დანაშაულის გახსნა, პრემიერის შეფასებით მნიშვნელოვანია
მთავრობა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მიღწევებს უფრთხილდება და ქემოკლიძის საქმეზე, სავარაუდო დანაშაულის გახსნა, პრემიერის შეფასებით მნიშვნელოვანია. ეს კი სუსის კომპეტენცია და ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თავად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებული გიორგი ქემოკლიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, საქმის დეტალებზე არ საუბრობენ ადვოკატები. საღამოს 8 საათზე უნდა გამოჰკითხოს მაგისტრმა მოსამართლემ, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი. მისი თანადასწრებით გამოკითხვა, დავით ჯანდიერმა თავად მოითხოვა. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი, რაც გამოძიების ინფორმაციით, პატიმართან წინასწარ იყო შეთანხმებული. გამოძიების ინფორმაციით, ქემოკლიძემ ორჯერ წაშალა საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც
