4 ოქტომბრის ძალადობრივ ქმედებებზე 7 დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა, ია დარახველიძეს კი გირაო შეუფარდა
4 ოქტომბრის ძალადობრივ ქმედებებზე 7 დაკავებულს პატიმრობა, ერთს, ია დარახველიძეს კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გირაო შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ინფორმაციით დაკავებულები ადასტურებენ რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დროს ადგილზე იყვნენ, თუმცა უარყოფენ დანაშაულის ჩადენას. მათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალაობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად
