ქვეყანა ქაოსს გადაურჩა, ნეპალი ვერ შედგა - ხელისუფლების დამხობის გეგმაზე, პასუხისმგებლობას გაქცეულებს პარლამენტის თავმჯდომარე სამართლებრივთან ერთად მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს
ქვეყანა ქაოსს გადაურჩა, ნეპალი ვერ შედგა - ხელისუფლების დამხობის გეგმაზე, პასუხისმგებლობას გაქცეულებს პარლამენტის თავმჯდომარე, სამართლებრივთან ერთად მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს. Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტს შალვა პაპუაშვილი ვიდეოს ურთავს და წერს, რომ ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის გაკეთების სითამამე ჰყოფნის, მისი შედეგის მიღების სითამამეც უნდა ეყოს. როგორც პირველი კანონმდებელი აღნიშნავს, ყველამ იცოდა, რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდნენ და აქციაზე მაინც მივიდნენ
