4 ოქტომბრის დანაშაულებრივ ქმედებებზე 4 დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
4 ოქტომბრის დანაშაულებრივ ქმედებებზე 4 დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენების პროცესი კი გრძელდება. ადვოკატების ინფორმაციით დაკავებულები ადასტურებენ, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დროს ადგილზე იყვნენ, თუმცა უარყოფენ დანაშაულის ჩადენას. მათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალაობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად