საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქვეყანა ისტორიაში პირველად მასპინძლობს ფიგურული ციგურაობის „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირს „თრიალეთის თასი - 2025“
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქვეყანა ისტორიაში პირველად მასპინძლობს ფიგურული ციგურაობის „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირს „თრიალეთის თასი - 2025“. მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველმა მოციგურავეებმა შესანიშნავი შედეგები აჩვენეს: ნიკა ეგაძემ მამაკაცთა კატეგორიაში 261.02 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გაიმარჯვეს, ჯამში 203.39 ქულით. ტურნირის პრიზიორები სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი დოლაბერიძემ, დააჯილდოვა
