საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ემანუელ მაკრონმა გადადგომიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, სებასტიან ლეკორნიუ ხელახლა დანიშნა და მთავრობის ფორმირება დაავალა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ემანუელ მაკრონმა გადადგომიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, სებასტიან ლეკორნიუ ხელახლა დანიშნა და მთავრობის ფორმირება დაავალა. ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ცნობით, ლეკორნიუ მთვრობის მეთაურის პორტფელის ხელმეორედ ჩაბარებას დათანხმდა. პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს „სრული თავისუფლება მიანიჭა“. ლეკორნიუს პრემიერად დაბრუნებას საფრანგეთის ოპოზიცია უკვე გამოეხმაურა. ულტრამემარჯვენე „ეროვნული კრების“ პრეზიდენტი ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ მისი პარტია დაუყოვნებლივ დაუჭერს მხარს „განწირული კოალიციის“ გაუქმებას. „მაკრონს მხოლოდ მაკრონად ყოფნის გარდა სხვა არაფერი შეუძლია“, – აცხადებს „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ თანაპრეზიდენტი ჟან-ლუკ მელანშონი
