მიხეილ სარჯველაძე ბერლინში გერმანულ-აღმოსავლეთევროპულ ჯანმრთელობის ფორუმში მონაწილეობს
ჯანდაცვის მინისტრი, გერმანიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე მე-8, გერმანულ–აღმოსავლეთ ევროპული ჯანმრთელობის ფორუმში მონაწილეობს. მაღალი დონის შეხვედრა, ბერლინში, მსოფლიო ჯანდაცვის სამიტის ფარგლებში იმართება. მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო მინისტერიალურ პანელში, თემაზე – „ძლიერი ჯანდაცვის სექტორის ეკონომიკური სარგებელი“. მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობა არის სტრატეგიული ინვესტიცია და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება არ წარმოადგენს დანახარჯს. მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზეც ისაუბრა
