იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად მხარი - ლევან ნემსაძესა და მიხეილ ჯინჯოლიას დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად მხარი - ლევან ნემსაძესა და მიხეილ ჯინჯოლიას დაუჭირა. კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. ლევან ნემსაძეს 14-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და ის 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციას იკავებს.ასევე 14 წელია მიხეილ ჯინჯოლიას სამუშაო გამოცდილება. ის 2023 წლის 1-ელ დეკემბერს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა, 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა
