ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გრძელდება
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გრძელდება. პოლიციამ თბილისში 7 მოქალაქე დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ „ალფა-პვპ“ და „მცენარე კანაფი“
