სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალაობაში მონაწილეობის საქმეზე, გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს კი გირაო შეეფარდა
სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალაობაში მონაწილეობის საქმეზე, გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს კი გირაო შეეფარდა. პროცესზე მან უარყო ბრალდება და თქვა, რომ აქციის დაწყებიდან ბოლომდე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილი ექიმის ოჯახმა, გირაოს გადასახდელად თანხის შეგროვება Facebook-ზე ითხოვა