კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის მიხედვით, კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 319 მილიონი ლარით, საიდანაც სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლების დაფინანსება 23 მილიონ ლარს აღემატება, კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის 155 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
