4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 46 ადამიანია დაკავებული , ოთხი მიმალვაშია
4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 46 ადამიანია დაკავებული , ოთხი მიმალვაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით , ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულთა ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს.
