ჭადრაკ-კრივი - ახალი სპორტის სახეობა საქართველოში, რომლის საერთაშორისო ტურნირზეც ქართველმა სპორტსმენებმა უკვე დიდ წარმატებას მიაღწიეს
სერბეთში გამართულ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის სახელით რვა სპორტსმენი გამოვიდა და რვავემ მედალი მოიპოვა. საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ მესხიამ, რევაზ მჭედლიშვილმა, თომა ჭინჭარაულმა და ალექსანდრე ბერიშვილმა აჩვენეს, რომლებიც ჩემპიონები გახდნენ. ჭადრაკ-კრივი ხუთი რაუნდისგან შედგება, რომლის დროსაც მონაწილეები ერთ რაუნდს ჭადრაკს თამაშობენ, ერთ რაუნდს კი კრივში იბრძვიან.