ცინიკური და წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა უწოდა რუსეთის საჰაერო ძალების მიერ უკრაინის ენერგო-ობიექტების დაბომბვას ვოლოდიმირ ზელენსკიმ
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გუშინდელი მასირებული თავდასხმის მიზანი უკრაინელი ხალხისთვის ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობის წართმევაა. ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქმედებისკენ. გუშინ რუსეთმა 430 დრონისა და 30-ზე მეტი რაკეტით უკრაინის ქალაქები, მათ შორის კიევიც დაბომბა. თავდასხმის შედეგად უკრაინის რამდენიმე რეგიონს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.