თეთრმა სახლმა ანტიფასა და რადიკალური მემარცხენე ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო ვიდეო-რგოლი გამოაქვეყნა
ვიდეოში ამერიკის გენერალური პროკურორი პემ ბონდი აცხადებს, რომ ანტიფას მიერ პოლიციაზე თავდასხმას აღარ დაუშვებს. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი ანტიფას ორგანიზებულ, სისტემურ, საერთაშორისო კრიმინალურ საწარმოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იპოვის ყველა იმ ადამიანს, ვინც ქუჩის არეულობებისა და ძალადობის დაფინანსებაში მონაწილეობს. ამავე ვიდეო-რგოლში, დამოუკიდებელი ჟურნალსიტები, რომლებიც ქუჩის არეულობებსა და ანტიფას საქმიანობას წლებია აშუქებენ, ტრამპის ადმინისტრაციას რადიკალური მემარცხენე ძალადობის დამარცხების მოთხოვნით მიმართავენ.
