ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მემარცხენე შიდა ტერორიზმის დამფინანსებლები ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორც უშუალოდ ძალადობის ჩამდენი პირები
დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებლად გამოავლენენ მემარცხენე რადიკალური ჯგუფების და განსაკუთრებით ანტიფას შიდა ტერორისტული ორგანიზაციის დამფინანსებლების ვინაობას. ამერიკის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა კი აღნიშნა, რომ ჩიკაგოსა და პორტლენდში მიმდინარე არეულობისას სამართალდამცველები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან. კრისტი ნოემბის თქმით, მათ დასაცავად დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზება მოხდება.
