10-13 ოქტომბერს, დედაქალაქს სტუმრად ტურიზმის სექტორის ციფრული მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ტურისტული ასოციაციების წევრები ჩინეთიდან ესტუმრნენ
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, 10-13 ოქტომბერს, დედაქალაქს სტუმრად ტურიზმის სექტორის ციფრული მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ტურისტული ასოციაციების წევრები ჩინეთიდან ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანია თბილისის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. მოწვეული სტუმრები საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებენ ინფორმაციას ქალაქის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ.
