2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.5%-ით გაიზარდა და 1 970 ლარი შეადგინა
მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ხელფასების ზრდა წელს ყველა სექტორში დაფიქსირდა, თუმცა განსაკუთრებით მაღალი ანაზღაურება იყო ტექნოლოგიურ და ფინანსურ დარგებში. ლიდერობს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, საფინანსო და სადაზღვევო სფერო. ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები.
